ავეჯი / მომსახურება-სერვისი

Eurowood-ი გთავაზობთ ავეჯს IKEA-ს ბელარუსული მწარმოებლისგან !
ავეჯს გააჩნია CARB და US EPA სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ ფორმალდეჰიდის ემისიის დაბალ დონეს !

ჩვენთან ავეჯის შეძენის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ შემდეგი პირობებით:

  • ავეჯზე 12 თვიანი გარანტიით
  • ავეჯის უფასო მიწოდებით მთელს საქართველოს მასშტაბით ( თბილისი და მისი შემოგარენი 2-3 სამუშაო დღეში, რეგინებში 4-5 დღეში. ავეჯის მიწოდება ხდება სადარბაზომდე ! )
  • ავეჯის ბინაში ატანის ღირებულება არის ფასიანი და გამოითვლება ინდივიდულურად, ადგილზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
  • ავეჯის აწყობა გამოირჩევა თავისი სიმარტივით,  აწყობის დეტალური ინსრტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე, ასევე იგი თან ახლავს შეძენილი პროდუქციას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი არის ისარგებლოდ ჩვენს მიერ შემოწმებული ამწყობი ხელოსნების ფასიანი მომსახურებით, ჩვენს მიერ წინასწარ დადგენილი ტარიფებით, რომლებიც არის განთავსებული ჩვენს საიტზე. მონტაჟის ტარიფებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე .                                                                                                                                                                                                                                                      
  • მომსახურების თანხას გადაიხდით უშუალოდ ავეჯის ამწობთან მონტაჟის დასრულებისას.
  • ავეჯის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ( საიტზე გადახდით ) , ასევე ჩვენს საწყობში უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით, განვადებით და ნაწილ ნაწილ გადახდით.
  • პროდუქციის ნახვა არის შესაძლებელი ჩვენს საწყობში მდებარე თბილისი , რაფიელ აგლაძის 32.  ლოკაციის ბმული
  • ასევე  შესაძლებელია თქვენს მიერ შეძენილი ავეჯის საწყობიდან  თავად გატანა ყოველ დღე 10.00-18.00 საათამდე

 

ბიოლოგიური გამწმენდი სადგურები / მომსახურება-სერვისი

EUROWOOD-ი გახლავთ ბელორუსული კომპანია „კანნ პროექტის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. „კანნ პროექტი“ აწარმოებს პოლიეთილენის და პოლიპროპილენისაგან დამზადებული თანამედროვე ბიოსეპტიკებს, ცხიმდამჭერებს, ქვიშა და ნავთობდამჭერებს, მყარი რეზერვურებს, პანტონებს და სხვა მსგავსი პროდუქციას.პროდუქციას გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ჩვენთან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ შემდეგი სერვისებით:

- პროდუქციაზე ქარხნული გარანტიით ( სადგურზე 2 წელი, კომპრესორზე 1 წელი, ზოგადად პროდუქციის საექსპლუატაციო ვადა არის 50 წელზე მეტი )

- მთელი საქართველოს მაშტაბით დაბალ ფასებში პროდუქციის მიწოდებით ( ფასი გამოითვლება ლოკაციის და პროდუქციის გაბარიტის მიხედვით )

- მიწის  სამუშაოს საკუთარი ძალით შესრულების შემთხვევაში, ჩვენი კონტრაქტორი სპეციალისტის 2 ვიზიტი  დაგიჯდებათ 300 ლარი ( პირველი ვიზიტის დროს შეირჩევა ოპტიმალური ადგილი სადგური დასამონტაჟებლად, გაგეწევათ კონსულტაცია წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოს დეტალების შესახებ. მეორე ვიზიტის დროს განხორციელდება სპეციალისტის კონტროლით სადგურის ჩადგმა ნიადაგში, შევსება წყლით და ინსტალაცია )

- სამონტაჟო მომსახურების სრული პაკეტი: მიწის ამოღება, მაგისტრალის მიყვანა, მილების დაერთება და სხვა ( ფასი 3000 ლარიდან, გამომდინარე ლანდშაფტის თავისებურებებიდან და გასაწევი სამუშაოს მოცულობიდან)

  • სადგური პროფილაქტიკური ყოველწლიური მომსახურება ( ლამის ამოღება, ცვეთადი ნაწილის შეცვლა და სხვა ) ფასი 500 ლარი

ხის სახლები / მომსახურება

EUROWOOD-ი გახლავთ ხის სახლების იმპორტიორი ბელორუსიიდან. სახლები მზადდება მაღალტექნოლოგიური თანამედროვე საწარმოში და აკმაყოფილებს ყველა ეკოლოგიური სტანდარტებს. ჩვენს კატალოგში მოიპოვება დიდი რაოდენობის სტანდარტული მოდელები, რომლებიც თქვენი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია მოგაწოდოთ გონივრულ ვადაში. სახლები ჩამოდის  დაშლილ მდგომარე ობაში, კარ-ფანჟრებით და იატაკით, დანომრილი ნაწილებით. ახლავს აწყობის დეტალური სქემა.
ჩვენთან პროდუქციის შეძენის შემთხევაში თქვენ ისარგებლებთ შემდეგი სერვისებით:

- მთელი საქართველოს მაშტაბით პროდუქციის მიწოდებით დაბალ ფასებში. ( ფასი დგინდება ლოკაციის და პროდუქციის გაბარიტის მიხედვით )

- სამონტაჟო მომსახურებით ჩვენს მიერ რეკომენდირებული ხელოსნების მიერ, წინასწარ მკვეთრად განსაზღვრული ტარიფებით, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენს არჩეული პაკეტით:

ა) შეგიძლიათ თავად განახორციელოთ მონტაჟი ( ჩვენი დისტანციურად უფასო კონსულტაციით )

ბ) მოამზადოთ და დაახვედროთ ხელოსნებს თქვენს მიერ სასურველი საძირკველი და მიიღოთ მხოლოდ ხის ნაგებობის მონტაჟის მომსახურება.  

გ) მიიღოთ მომსახურების სრული პაკეტი: საძირკველი, მონტაჟი, გადახურვა, შეღებვა, გაყვანილობა.